კუბის ყოფილმა ლიდერმა ფიდელ კასტრომ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება პასუხისმგებელია უკრაინაში მომხდარი Malaysia Airlines ავიაკომპანიის კუთვნილი ლაინერის კატასტროფაზე, წერს Associated Press.
"არ შეიძლება არ გამოვთქვა ჩემი აღშფოთება ანტირუსული, ანტიუკრაინული და იმპერიალისტური მთავრობის ქმედებების გამო", - აღნიშნა ფიდელ კასტრომ, რომელმაც ლაინერის განადგურებას " არნახული პროვოკაცია უწოდა".
შეგახსენებთ, დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ გრაბოვოში 17 ივლისს მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ბოინგ 777 ჩამოვარდა, რომლის ბორტზე მყოფი 280-ვე მგზავრი და ეკიპაჟის 15-ვე წევრი დაიღუპა. ავიალაინერი ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის რეისს ასრულებდა და 10 ათასი მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა.
მასალის გამოყენების პირობები