Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/171050.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/171050.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/171050.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/171050.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
მსოფლიო
რამზან კადიროვმა ბარაკ ობამასა და ევროკავშირის ჩინოვნიკებს ჩეჩნეთში შესვლა აუკრძალა
ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა საკუთარი სანქციები დააწესა და შექმნა სია, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამაც მოხვდა, ევროკავშირის ზოგიერთ ჩინოვნიკთან ერთად. ამის შესახებ კადიროვმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა. "მთელი მსოფლიო მოწმეა ლიბიელი, ერაყელი, სირიელი ხალხის ტრაგედიის. ბოლო დროს კი უკრაინის. დემოკრატიის ექსპორტის საბაბით ამ ქვეყნებში ხოცავენ მშვიდობიან მოსახლეობას, ქალებს, ბავშვებს, მოხუცებსა და ბავშვებს. ანადგურებენ ქალაქებს, რელიგიურ წმინდანებს. ყველაფერზე რაც ხდება, პასუხისმგებელია აშშ და ევროკავშირი. მათი ხელმძღვანელების მოქმედებები ტერორიზმს წარმოადგენს, რომელიც მიმართულია ქვეყნებისა და ერების წინააღმდეგ", განაცხადა რამზან კადიროვმა. "დღეს, გადავწყვიტე დავაწესო სანქციები და შევქმნა სია, სადაც შევა აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ევროკომისიის თავმჯდომარე ჟოზე მანუელ ბაროზო, ევროსაბჭოს თავმჯდომარე ჰერმან ვან რომპეი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კეტრინ ეშტონი და ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცი. დავავალე გაყინონ მათი საბანკო ანგარიშები და ნებისმიერი აქტივები. 27 ივლისიდან აღნიშნულ პოლიტიკოსებს ეკრძალებათ ჩეჩნთის რესპუბლიკაში შემოსვლა" განაცხადა კადიროვმა. შეგახსენებთ, რომ თავად რამზან კადიროვი არის  შავი სიის, რომელშიც შეყვანილია 15 ადამიანი და 18 კომპანია, ერთერთი ფიგურანტი.  სია გამოქვეყნებულია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში. ყველა მათგანს ამა წლის ნოემბრამდე ეკრძალებათ ევროკავშირში შესვლა, ხოლო მათი აქტივები, აღმოჩენის შემთხვევაში, გაიყინება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.