"ბოინგ 777-ის" ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახის წევრების ნაწილი ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს. Sunday Times-ის ინფორმაციით, სარჩელის მომზადება უკვე დაწყებულია. გარდა ამისა გავრცელებული ინფორმაციით, ჰოლანდია ტრაგედიის ადგილზე დამატებითი კვლევის ჩასატარებლად პოლიციის თანამშრომლებს გზავნის.ჰოლანდიაში პირველი დაღუპულის ცხედარი უკვე ამოიცნეს. პროცესი ქალაქ ჰილვერსუმში მიმდინარეობს. ცხედრების ამოსაცნობად 200 ექსპერტი მუშაობს.გასულ ღამეს ქვეყანაში დაღუპულების გადასასვენებლად უკანასკნელი რეისი შესრულდა.
მასალის გამოყენების პირობები