ყველაზე ცოტა, 589 ადამიანი დაიღუპა ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, იუნანის პროვინციაში, კვირას მომხდარი მიწისძვრის შედეგად. 2400-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა, კიდევ 20 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ხელისუფლებამ მოხალისეებს მოუწოდა არ მოუახლოვდნენ მიწისძვრით დაზარალებულ ზონებს, , რადგან ისინი გზაზე საცობებს ქმნიან და საგანგებოს სამსახურების მუშაობას აფერხებენ. 6,1მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ ათასობით სახლი დაანგრია და მეწყერები გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები