მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი და პეტრო პოროშენკო ჰუმანიტარული დახმარების სფეროში კონსულტაციებს გამართავენ
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, პეტრო პოროშენკოსთან პირისპირ მოლაპარაკებისას, მიღწეული იქნა გარკვეული შეთანხმებები აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონებისთვის ჰუმანიტარული დახმარებისა და ბუნებრივი აირის მიწოდების სფეროში კონსულტაციების დაწყების თაობაზე. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. "ჩვენ ვისაუბრეთ დონეცკისა და ლუგანსკისთვის ჰუმანიტარული დახმარების აუცილებლობაზე. შევთანხმდით, თუ როგორ ვითანამშრომლებთ. ჯერჯერობით, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ გარკვეულ შეთანხმებას მივაღწიეთ", - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა. მისივე თქმით, შეხვედრისას ასევე შეთანხმდნენ, რომ საჭიროა დიალოგის აღდგენა ენერგეტიკის და ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხებზე. "სიმართლე გითხრათ, გაზის მიწოდების თემატიკა ის რთული საკითხია, რომელიც ახლა ჩიხში შევიდა, თუმცა საუბარი ამ თემაზე საჭიროა", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა მინსკში გუშინ გვიან დაიწყო და შუაღამემდე გაგრძელდა. უკრაინული მედიის ცნობით, შეხვედრას ესწრებოდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კეტრინ ეშტონი, რომლის განცხადებით, შეხვედრა გულწრფელი და პოზიტიური იყო.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.