ინდოეთსა და პაკისტანში წყალდიდობის შედეგად სულ ცოტა 200 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება. მათივე ინფორმაციით, მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, ვინაიდან სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.
სამაშველო ოპერაციაში ორივე ქვეყნის საჯარისო დანაყოფები მონაწილეობენ. გარე სამყაროს მოწყვეტილ რაიონებში ვერტმფრენები გაიგზავნა. პაკისტანის ოფიციალური ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, მათ მხარეს სულ ცოტა 110 ადამიანი დაიღუპა.
ეს წყალდიდობა ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა.
მასალის გამოყენების პირობები