მსოფლიო
ებოლას ვირუსით აშშ-ში მეორე ადამიანი დაინფიცირდა
აშშ-ში ებოლას ვირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდგინდა. ”ევრონიუსის” ცნობით, ტეხასის შტატში ვირუსით ექთანი დაავადდა. ამბერ ვინსონი ტეხასის საავადმყოფოში მუშაობდა, სადაც ცოტა ხნის წინ ებოლათი დაავადებული ლიბერიის მოქალაქე თომას დუნკანი მოათავსეს. ვინსონი, დაავადების დიაგნოსტირებამდე, კლივლენდიდან ტეხასის ერთ-ერთ აეროპორტში ჩაფრინდა. შტატის ხელისუფლება ცდილობს დაუკავშირდეს იმავე რეისის 132 მგზავრს, რათა ისინი კარანტინში მოათავსონ. ამერიკული საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, ექთნის საცხოვრებელ სახლში დეზინფექციის ჩასატარებლად უკვე გაიგზავნა სპეციალისტების ჯგუფი. ლიბერიელი თომას დუნკანი ტეხასის საავადმყოფოში 1 კვირის წინ გარდაიცვალა. სამოცდაათი ადამიანი, რომელიც დუნკანს მკურნალობდა, მკაცრი დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.