მსოფლიო
საკრუიზო ხომალდზე,რომელზეც საქართველოს მოქალაქეებიც არიან,ებოლა არ დადასტურდა
დალასის ლაბორატორიის თანამშრომელს, რომელიც ამერიკულ საკრუიზო ხომალდ „კარნივალ მეჯიკზე“ რამდენიმე საათის განმავლობაში იზოლილრებული იყო, ებოლა არ დაუდასტურდა. საკრუიზო გემის მგზავრებმა ხომალდი უკვე დატოვეს. გავრცელებული ინოფორმაციით, ხომალდზე მყოფი მგზავრების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხომალდ „კარნივალ მეჯიკზე“ მყოფმა დალასის კლინიკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელსაც, შესაძლოა, შეხება ჰქონოდა ებოლით დაავადებულ პაციენტთან, თავად მოითხოვა იზოლირებულ ოთახში გადაყვანა. ქალბატონს რამდენიმე საათში ანალიზი ჩაუტარდა, რამაც დაადასტურა, რომ ის ებოლით არ იყო დაავადებული. საკრუიზო ხომალდ „კარნივალ მეჯიკზე“ ასევე იმყოფება საქართველოს სამი მოქალაქე. მათ შორის ერთ-ერთი მეზღვაური 23 წლის ბაჩანა გოგიტიძეა. ის ოჯახს ტელეფონით დაუკავშირდა და გემზე არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდა. ხათუნა გოგიტიძის განცხადებით, მისი შვილი თავს კარგად გრძნობს. გემი ტეხასიდან მექსიკაში მიემგზავრებოდა. ებოლის საფრთხის გამო, მექსიკისკენ მიმავალმა საკრუზო გემმა მარშრუტი შეცვლა და ტეხასის პორტში დაბრუნდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.