მსოფლიო
კანადის პრემიერი: ჩვენს ქვეყანას ვერასოდეს დააშინებენ
კანადის პრემიერ-მინისტრმა სტივენ ჰარპერმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას ვერასოდეს დააშინებენ. მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც შეიარაღებული თავდასხმა მოხდა პარლამენტის მახლობლად ქვეყნის დედაქალაქ ოტავაში. კანადის პოლიციამ პარლამენტის შენობაში მოკლა შეიარაღებული პირი, რომელმაც მანამდე ომის მემორიალთან, კანადელ ჯარისკაცს ესროლა და დაჭრა.
ეს მოხდა ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც უცნობმა პირმა ავტომანქანით გადაუარა და მოკლა კანადელი ჯარისკაცი, სანამ მას პოლიცია ესროდა და მოკლავდა. პოლიციამ მომხდარს ტერაქტი უწოდა. კანადის მთავრობამ უფრო ადრე გამოაცხადა, რომ ტერორისტული საფრთხის დონე "დაბლიდან" ასწია "საშუალომდე" უშიშროების სამსახურების ხელში არსებული ინფორმაციის საფუძველზე, რომ გარკვეულ ჯგუფებს ან პირებს კანადაში არ მის გარეთ, აქვთ გეგმა და შესაძლებლობა, ჩაიდინონ ტერორისტული აქტი.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები