მსოფლიო
ებოლა: სწრაფი რეაგირების რაზმები

ებოლასთან საბრძოლველად შექმნილ სწრაფი სამედიცინო რეაგირების თითოეულ რაზმში 20 სპეციალისტი ერთიანდება. ორ სხვადასხვა სახის ჯგუფს მოსამზადებლად სულ რამდენიმე საათი აქვს და ამერიკის ნებისმიერ კუთხეში გასამგზავრებლად მუდმივად მზადყოფნაშია.

„ჯგუფი „სერტი“ საავადმყოფოს თანამშრომლებს დაავადების სწორ დიაგნოსტიკაში ეხმარება. სპეცდანიშნულების რაზმში გაერთიანებული არიან ინფექციის კონტროლის სპეციალისტები, კლინიცისტები, ინციდენტის გამომძიებლები,  კომუნიკაციის ექსპერტები და მრავალი სხვა დარგის სპეციალისტი, მათ შორის ლაბორატორიის თანამშრომლებიც“ - აღნიშნავს ჯორდან ტაპერო, დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრებში ებოლას ინციდენტების მენეჯერის თანაშემწე.

სწრაფი სამედიცინო რეაგირების რაზმები პრეზიდენტ ობამას განკარგულებით მას შემდეგ შეიქმნა, რაც შეერთებულ შტატებში ებოლით დაავადების პირველი დადასტურებული შემთხვევა აღინიშნა. ლიბერიიდან ჩამოსული პაციენტის ერიკ დუნკანის დაღუპვის შემდეგ ნათელი გახდა, რომ საავადმყოფოების უმრავლესობა ვირუსთან ბრძოლისთვის მზად არ იყო. როცა დაავადება რამდენიმე ადამიანს გადაედო, ბევრმა ამერიკელმა თითი ჯანდაცვის ექსპერტებისკენ გაიშვირა. სპეცდანიშნულების მეორე ტიპის რაზმი -„ფასთი“- საავადმყოფოების ებოლასთვის მზადების დონეს ამოწმებს. პრეზიდენტ ობამას თქმით სწრაფი სამედიცინო რეაგირების რაზმები პროცედურების სწორ დაცვას უზრუნველყოფენ.

სწრაფი სამედიცინო რეაგირების რაზმები სპეციალისტებით სხვადასხვა შტატებიდან კომპლექტდებიან. „ფასტის“ ტიპის სამი ჯგუფი უკვე გაიგზავნა ნიუ იორკში, ჩიკაგოში და ვაშინგტონში. „სერტის“ ჯგუფები კი სრულ მზადყოფნაში არიან და საჭიროების მიხედვით ამერიკის ნებისმიერ კუთხეში გაეშურებიან.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.