შვეიცარიამ ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა ორ საუნივერსიტეტო კლინიკაში დაიწყო. ვაქცინას 120 პაციენტზე გამოცდიან და დაადგენენ მის უვნებლობას და იმუნურ შესაძლებლობებს.
შვეიცარია მალის,დიდი ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების შემდეგ მეოთხე ქვეყანაა,სადაც ვაქცინის გამოცდა დაუშვეს. ვაქცინა ამერიკელი ექიმების შემუშავებულია.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კი მადლობა გადაუხადა იმ ექიმებს, რომელებიც ვირუსთან საბრძოლველად აფრიკაში მოხალისეებად წავიდნენ.
მასალის გამოყენების პირობები