თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს ტელევიზიით გამოსვლისას, აშშ-ის საიმიგრაციო სისტემის რეფორმის შესახებ განაცხადებს.
მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტი გამოაცხადებს აშშ-დან 5 მლნ იმიგრანტის დეპორტაციის აღკვეთაზე და მათთვის მუშაობის უფლების მიღებაში დახმარებაზე.
ადრე ობამამ განაცხადა, რომ საიმიგრაციო სისტემა აშშ-ში უკვე აღარ მუშაობს, მაგრამ მაშინ ვერ მიიღო რესპუბლიკელების მხარდაჭერა კონგრესში.
რესპუბლიკელები ობამას ამ რეფორმის წინააღმდეგები არიან.
მასალის გამოყენების პირობები