ავსტრალიის ქ. ბრისბენს, ბოლო 30 წლის განმავლობაში, უძლიერესი ქარიშხალი დაატყდა თავს. კოკისპირულმა წვიმამ და სეტყვამ ქუჩაში მოძრავი ავტომობილები დატბორა. ტრანსპორტის მოძრაობა პარალიზებულია.
ქარმა, რომლის სიჩქარე 140 კმ/სთ აღწევდა, სახლებს სახურავები მოგლიჯა და ფანჯრები ჩაამსხვრია.
გაწყვეტილია ელექტროგადამცემი ხაზები , ელექტროენერგიის გარეშე 90 ათასი სახლი დარჩა. დაკეტილია სკოლები და საბავშვო ბაღები.
სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად არმიაა მოზიდული.
ქვეყნის მთავრობის შეფასებით, ქალაქის აღსადგენად საჭირო თანხამ, შესაძლოა ასობით მილიონ დოლარს გადააჭარბოს
მასალის გამოყენების პირობები