იემენში ამერიკელი ფოტოჟურნალისტი და თარჯიმანი ლიუკ სომერსი მოკლეს. აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ჟურნალისტის გარდაცვალების გამო მის ახლობლებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ პირადად გასცა სომერსისა და სხვა მძევლების გადასარჩენი ოპერაციის ჩატარების სანქცია.
33 წლის ფოტოჟურნალისტი იემენში 14 თვის წინ აიყვანეს მძევლად. "ალ ქაიდამ" დეკემბერში ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც ჟურნალისტის მოკვლით იმუქრებოდნენ. დღეს ამერიკის თავდაცვის მდივანმა სომერსის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. მასთან ერთად მოკლულია სამხრეთ აფრიკის მოქალაქე პიერ კორკი, რომელიც ერთ-ერთ ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში მუშაობდა და სომერსის მსგავსად წელიწადზე მეტი ხნის წინ მოიტაცეს.
გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ტერორისტები აცხადებდნენ, რომ ჟურნალისტს 72 საათში მოკლავდნენ, რის გამოც აშშ პრეზიდენტმა გუშინ სამაშველო ოპერაციის ჩატარების სანქცია გასცა.
მასალის გამოყენების პირობები