გაუჩინარებული ლაინერის სავარაუდო ნამსხვრევები აღმოაჩინეს
13:17 / 30.12.2014
იავის ზღვაში ავიაკომპანია AirAsia-ს კუთვნილი გაუჩინარებული ლაინერის სავარაუდო ნამსხვრევები იქნა აღმოჩენილი. "ბიბისის" ინფორმაციით, ინდონეზიის სამხედრო-საზღვაო ძალებმა თეთრი წითელი და შავი ფერის 10 ობიექტი აღმოაჩინეს. სამძებრო-სამაშველო სააგენტოს წარმომადგელის იუსუფ ლატივის განცხადებით, აღმოჩენილ ობიექტებს შორის სავარაუდოდ არის სამაშველო ჟილეტები. უცხოური მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ინდონეზიის სამხედრო-საჰაერო ძალების მფრინავმა, რომელიც ავიაკომპანია AirAsia-ს გაუჩინარებული თვითმფრინავის სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობს, განაცხადა, რომ იავას ზღვაში ტალღებზე მოტივტივე სხეული დაინახა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები