მაშველებმა იავანის ზღვაში ჩავარდნილი ავიაკომპანია AirAsia-ს კიდევ 8 მგზავრის ცხედარი იპოვეს. როგორც უცხოური მედია წერს, ამ დროისთვის სულ 30 ცხედარია ნაპოვნი.
ცოტა ხნის წინ, წყალქვეშა საძიებო სამუშაოები, რომელიც თვითმფრინავის ე.წ. შავი ყუთის ადგილმდებარეობის დასადგენად მიმდინარეობდა, ძლიერი ტალღების გამო შეჩერდა.
თვითმფრინავი А320-200, რომელიც რეისს ინდოეთის ქალაქ სურაბაიდან სინგაპურის მიმართულებით ასრულებდა, რადარებიდან აფრენიდან 42 წუთში გაქრა. თვითმფრინავის ბორტზე 162 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. აქედან 157 ინდონეზიის მოქალაქე იყო, 3 – სამხრეთ კორეის, ერთი – მალაიზიის და ერთი – სინგაპურის.
მასალის გამოყენების პირობები