აშშ-ის და კუბას შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის 21-22 იანვარს ჰავანაში გაიმართება, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა.
აშშ-ს მოლაპარაკებებში წარმოადგენს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ლათინური ამერიკის საკითხებში, რობერტ ჯეიკობსონი.
დეკემბერის შუა რიცხვებში აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კონგრესს მიმართა წინადადებით გაუქმდეს კუბისთვის დაწესებული სავაჭრო ემბარგო და აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის.
ობამამ აღიარა, რომ უკვე 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოქმედი პოლიტიკა კუბსათან მიმართებაში, აღარ არის ეფექტიანი.
მასალის გამოყენების პირობები