უკრაინაში ევრკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იან ტომბინსკიმ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, ევროპასა და აშშ-ის პოზიციებს შორის განხეთქილების არსებობა უარყო, იტყობინება "ამერიკის ხმა". "
ევროკავშირი ამჟამად არ ცვლის თავის მიდგომებს რუსეთთან დამოკიდებულებაში. დისკუსიები, რა თქმა უნდა, არის. ევროკავშირი ხომ დემოკრატიული ქვეყნების კავშირია. გასაგებია, რომ ევროკავშირისა და აშშ-ის ერთიანობა ამ მიმართულებით - დამტკიცებულია, რისი დემონსტრირებაც მოვახდინეთ უკანასკნელი წლის განავლობაში ", - თქვა ტომბინსკიმ.
დიპლომატის თქმით, ორშაბათიდან ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროები „ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების“ ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარების შესაძლებლობას განიხილავენ.
მასალის გამოყენების პირობები