„BBC”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საუდის არაბეთის მეფე აბდულა ბინ აბდულ-აზიზი გარდაიცვალა. ბოლო პერიოდში, 90 წელს მიტანებული მეფე ფილტვების ანთების გამო კლინიკაში იმყოფებოდა.
აბდულა ბინ აბდულ-აზიზი საუდის არბეთის სამეფო ტახტზე 2005 წელს ავიდა.
„BBC”-ის ცნობით, ქვეყნის ახალი მეფე აბდულა ბინ აბდულ-აზიზის ძმა, 79 წლის სალმანი გახდება.
აბდულა ბინ აბდულ-აზიზმა მეფობის პერიოდში ქალებს ადგილობრივი საკონსულტაციო საბჭოების არჩევნებში მონაწილეობის ნება დართო.
საუდის არაბეთის მეფის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.
მასალის გამოყენების პირობები