ბელფასტის მერიაზე ბრიტანული დროშა აღიმართა – პირველად მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მერიის თავზე დროშის ასაწევად დასაშვები დღეების რაოდენობა შეზღუდა. ამას იუნიონისტების პროტესტი მოჰყვა, რომელიც ჯერაც არ ჩამცხრალა.
ბრიტანული დროშა დღეს პრინც უილიამის მეუღლის, ქეითის დაბადების დღის აღსანიშნავად აღიმართა.
იუნიონისტები, ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში დარჩენის მომხრეები არიან, რაც ახალი საპროტესტო აქციების მომასწავებელია.
წინა დემონსტრაციების მსვლელობისას ასობით ადამიანი დააპატიმრეს, უამრავი პოლიციელი დაზარალდა, აქციის მონაწილეები მათ ბოთლებს, აგურებსა და ასაფეთქებლებს ესროდნენ.
მასალის გამოყენების პირობები