ბრიტნეთის მოქალაქეს ლინდსი სენდიფორდს ინდონეზიურმა სასამართლომ ტაილანდიდან კუნძულ ბალიზე ხუთი კილოგრამი კოკაინის შეტანისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.
პროკურატურამ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა, თუმცა მოსამართლე შეედავა და განაცხადა, რომ ბრალდებული
შეგნებულად „არ აცნობიერებდა“ თავისი ქმედებების შედეგებს.
ინდოენზია ცნობილია მსოფლიოში ყველაზე მკაცრი ანტინარკოტიკული კანონებით, თუმცა კორესპონდენტების განცხადებით სასიკვდილო განაჩენები აქ პრაქტიკულად არასოდეს მოუყვანიათ სისრულეში.
მასალის გამოყენების პირობები