მსოფლიო
ათენი:ანტისამთავრობო აქციები შეტაკებებში გადაიზარდა
ათენის ქუჩებში ანტისამთავრობო აქციაზე 450-მდე ადამიანის გამოსვლას შეტაკებებში მოჰყვა. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.
დემონსტრანტებმა პოლიციას "მოლოტოვის კოქტეილები" და ქვები დაუშინეს, დააზიანეს მაღაზიების ვიტრინები, ავტომობილებს კი ცეცხლი წაუკიდეს.
მომიტინგეები მთავრობის მიერ მორიგი მკაცრი ეკონომიკური რეფორმების გატარებას აპროტესტებენ. კვირის დასაწყისში საბერძნეთმა ევროზონას მორიგი რეფორმების სია წარუდგინა, რომლის სანაცვლოდ ევროზონა ათენს ოთხი თვით ფინანსურ დახმარებას გაუგრძელებს.
გუშინ ჩატარებული აქცია საბერძნეთში ყველაზე მასშტაბური იყო მას შემდეგ, რაც რადიკალურმა მემარცხენე პარტია "სირიზამ" დაახლოებით ერთი თვის წინ არჩევნებში გაიმარჯვა,
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები