მსოფლიო
მასიუკი: "სავჩენკო შეიძლება რამდენიმე დღეში დაიღუპოს"
რუსეთის პრეზიდენტის „ადამიანის უფლებათა საბჭოს“ წევრმა ელენა მასიუკმა კოლეგებს მოუწოდა უკრაინელი სამხედრო მფრინავისთვის - ნადეჟდა სავჩენკოსთვის თავისუფლების აღკვეთის შინაპატიმრობით შეცვლა მოითხოვონ. „ეს მას სიცოცხლეს შეუნარჩუნებს“, - ნათქვამია მიმართვაში, რომელიც „ადამიანის უფლებათა საბჭოს“ საიტზე გამოქვეყნდა. ხუთშაბათს ელენა მასიუკმა მოინახულა ნადეჟდა სავჩენკო მოსკოვში მდებარე ციხეში - „მატროსსკაია ტიშინა“. მასიუკის თქმით, პატიმრის მდგომარეობა ბოლო დღეებში მკვეთრად გაუარესდა. უკვე 15 დღეა ის უარს აცხადებს გლუკოზის ინექციაზეც. მასიუკი დარწმუნებულია, რომ ნადეჟდა სავჩენკო შეიძლება უახლოეს დღეებში გარდაიცვალოს. „რუსეთის ციხეში ნადეჟდა სავჩენკოს სიკვდილის შემთხვევაში უკრაინაში ის ეროვნულ გმირად იქცევა, მის სახელს დაარქმევენ მოხალისეთა რაზმს, სამხედრო თვითმფრინავს და კიდევ მოედანს კიევში. რუსეთი კი მიიღებს სანქციების მორიგ ნუსხას. არსებობს რუსეთის ციხეში დაღუპული მაგნიტსკის სია და მას დაემატება სავჩენკოს სია“, - წერს მასიუკი კოლეგებისადმი მიმართვაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.