2 მილიარდი ევრო, რომელიც სამეცნიერო კვლევებისთვის გამოიყოფა გრაფენის შესწავლას და ადამიანის ტვინის საუკეთესო მოდელის შექმნას უნდა მოხმარდეს.
გრაფენს, რომელსაც "ჯადოსნურ ნივთიერებას" უწოდებენ ერთი ატომის სიგანის მქონე კრისტალური ფირია, ფიჭის ტიპის კრისტალური სტრუქტურით, რომლის კვანძებში ნახშირბადის ატომებია მოთავსებული. ის უჩვეულოდ მაღალი თბოგამტარობით გამოირჩევა.
დღესდღეობით, გრაფენის გამოყენებას თვითმფრინავების მშენებლობისა და დრეკადი ელექტრონული მოწყობილობების საწარმოებლად განიხილავენ.
პროექტის The Human Brain Project მონაწილეები სუპერ კომპიუტერის საშუალებით ადამიანის ტვინის ყველაზე სრულყოფილი მოდელის შექმნას გეგმავენ.
პროექტში ევროპის ათობით კვლევითი ცენტრი მუშაობს. ევროკომისიის დაფინანსება 10 წელზეა გათვლილი.
BBC
მასალის გამოყენების პირობები