მსოფლიო
საფრანგეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი ექსპლუატაციაში 1990 წლიდან იყო
საფრანგეთში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად არსებული ვითარება იძლევა შესაძლებლობას ითქვას, რომ მომხდარის შედეგად ვერავინ გადარჩებოდა - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა.ავიაკომპანია Germanwings, რომელიც ბარსელონა-დიუსელდორფის რეისს ასრულებდა, საფრანგეთის სამხრეთში, დინ-ლე-ბენ-ის რაიონში ჩამოვარდა. მასში 142 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.
ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ნარჩენები უკვე ნაპოვნია. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სერვისი, რომელიც რეალურ დროში ახორციელებს თვითმფრინავის გადაადგილების კონტროლს, აცხადებს, რომ თვითმფრინავი, რომელმაც კატასტროფა განიცადა, ერთ-ერთი ძველი სერიის იყო. ის ექსპლუატაციაში 1990 წლიდან შევიდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თვითმფრინავმა აფრენა ნახევარი საათით დააგვიანა.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები