გერმანიის პოლიციამ გაჩხრიკა „ჯერმანვინგზის“ თვითმფრინავის იმ პილოტის სახლი, რომლის სავარაუდო განზრახვითაც 24 მარტს, თვითმფრინავი საფრანგეთის ალპებში ჩამოვარდა. დაიღუპა 150 ადამიანი. ფრანგი პროკურორების განცხადებით, პილოტის კაბინაში არსებული თვითჩამწერის მონაცემებით შეიძლება ვარაუდი, რომ ანდრეას ლუბიცმა კაბინაში ჩაიკეტა თავი და საფრანგეთის ალპებში განზრახ მიმართა თვითმფრინავი მთასთან შესაჯახებლად. საფრანგეთის და გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, არ არსებობს მონაცემი, რომელიც ლუბიცის ტერორისტობას დაადასტურებდა, თუმცა,მისი მოქმედების საფუძველსაც ვერ ხსნიან.
პროკურორების განცხადებიდან რამდენიმე საათში,რამდენიმე ავიაკომპანიამ დაუყოვნებლივ შეცვალა წესები და სავალდებულო გახადა კაბინაში ორი პილოტის მუდმივად ყოფნა.
მასალის გამოყენების პირობები