რუსი მკვლევარის, დიმიტრი შილერის მიღწევა გინესის რეკორდების წიგნში შევა. მან იაკუტიაში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცივი ტბის, ლაბინკირის ფსკერამდე ჩაყვინთა. ჰაერის ტემპერატურა იაკუტიაში -42 გრადუსს, ხოლო წყლის + 2 გრადუსს აღწევს. ლაბინკირს იაკუტიის ლოხნესს უწოდებენ, იმის გამო, რომ თითქოს მასში შოტლანდიური ურჩხულის ნესის მსგავსი არსება ნახეს.
მასალის გამოყენების პირობები