ავსტრალიის პარლამენტის ქვედა პალატამ კონტინენტისა და ტორესის სრუტის კუნძულების ე.წ „პირველი მცხოვრებლების სტატუსი“ ერთხმად მიიღო.
მომდევნო ნაბიჯი ავსტრალიის მკვიდრი მოსახლეობის „პირველ ავსტრალიელებად“ აღიარებისთვის - რეფერენდუმია, რომლის შედეგად შესაძლებელი გახდება კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა.
პლებისციტის ჩატარება წელს იგეგმებოდა, თუმცა კენბერამ ის გადადო, რათა ქვეყნის მოქალაქეთა ძლიერი მხარდაჭერა მოეპოვებინა. აბორიგენების სტატუსისთვის ხმის მიცემით, პარლამენტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მთავრობა ბოდიშს იხდის დისკრიმინაციისთვის, რომელსაც მკვიდრი ავსტრალიელები წარსულში განიცდიდნენ.
პარლამენტის სხდომაზე დამსწრე აბორიგენების წარმომადგენლები აღნიშნულ გადაწყვეტილებას ტაშით შეხვდნენ.
მასალის გამოყენების პირობები