ნეპალში დამანგრეველი მიწისძვრიდან მეხუთე დღეს, მაშველებმა კატმანდუში, ნანგრევების ქვეშ ცოცხლად გადარჩენილი, 15 წლის მოზარდი აღმოაჩინეს.
ამ დროისათვის, მაშველები ქალაქის ერთ-ერთი შენობის ნანგრევებიდან მის გამოყვანას ცდილობენ.
ნეპალის ტურიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სააგენტო ფრანს პრესს განუცხადა, რომ ალპინისტების ევერესტზე ასვლა მომავალი კვირიდან გახდება შესაძლებელი, რადგან ზვავის ჩამოწოლის საშიშროებამ უკვე ჩაიარა.
უკანასკნელი მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად ნეპალში 5500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
გაერო ნეპალის დასახმარებლად, უახლოესი სამი თვის განამვლობაში, 415 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებას ითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები