პარაოლიმპიელი ჩემპიონი, სამხრეთ აფრიკელი მრბოლელი ოსკარ პისტორიუსი პოლიციამ დღეს დილით დააკავა. ის ეჭვმიტანილია მეგობარი ქალის მკვლელობაში.
ამჟამად მომხდარის გარემოებებს იძიებენ, თუმცა, წინასაწარი ინფორმციით, რომელიც ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა, პისტორიუსს მის სახლში შემოსული ქალი მძარცველი ეგონა და ცეცხლი გაუხსნა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
26 წლის პისტორიუსი პირველი ათლეტია, რომელმაც ჩვეულებრივ ოლიმპიადაში ამპუტირებული კიდურებით იასპარეზა. 2011 წლის მსოფლიო ჩემპონატზე ის ვერცხლის პრიზიორი გახდა.
bbc
მასალის გამოყენების პირობები