მსოფლიო
საგანგებო მდგომარეობა კალიფორნიის შტატში
კალიფორნიის შტატის სამხრეთით ნავთობის დაღვრის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. "ბიბისის" ცნობით, ინციდენტის მიზეზი ქალაქ სანტა-ბარბარას ტერიტორიაზე ნავთობსადენის დაზიანება გახდა, რამაც 15 კილომეტრიანი სანაპირო ზოლის დაბინძურება გამოიწვია. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაახლოებით 400 ათასი ლიტრი ნავთობი დაიღვარა. ნავთობკომპანია Plains All American Pipeline-ის წარმომადგენელი დარენ პალმერი აცხადებს,რომ ნავთობი საათში 84 000 გალონის სისწრაფით მიედინებოდა, როდესაც მილსადენი დაზიანდა. აღნიშნული ნავთობსადენი 1991 წელს აშენდა და მას შემოწმება რამდენიმე კვირის წინ ჩაუტარდა. პალმერის განცხადებით, მომხდარზე პასუხისმგებლობას კომპანია იღებს და გაწმენდითი სამუშაოებისათვის საჭირო ყველა ხარჯს გაიღებს. ინცინდენტი აღმოფხვრილია და სანაპიროზე გაწმენდითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს : ნავთობის მნიშვნელოვანი ნაწილი სანაპიროს ქვიშასა და ქვებში ჩავიდა, თუმცა 21 ათასი გალონი (80 ათასი ლიტრი)ოკეანეში ჩაიღვარა. კალიფორნიის გუბერნატორმა ჯერი ბრაუნმა საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ განაცხადა, რათა შტატმა „ სწრაფად შეძლოს ყველა საჭირო რესურსის მობილიზება.“ ეკოლოგები ცოცხალი ბუნებისთვის, განსაკუთრებით,სანაპიროს მიმდებარე ფაუნისთვის მიყენებული ზარალის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ, რადგან, მათი თქმით, დიდი რაოდენობით ნავთობის დაღვრა ველურ ბუნებას, ფრინველებსა და ვეშაპებს შეუქმნის საფრთხეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.