მსოფლიო
მექსიკაში ტორნადომ 13 ადამიანი იმსხვერპლა
მექსიკის ქალაქ სიუდად - აკუნიას ტორნადომ გადაუარა. სტიქია ქალაქს დილის საათებში დაატყდა, ის მხოლოდ 6 წამს გაგრძელდა, თუმცა მან კატასტროფული შედეგები გამოიწვია. ქარიშხალმა 13 ადამიანი იმსხვერპლა, 229 ადმიანმა სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. ქარბორბალამ 750- მდე სახლი დააზიანა,მათგან 50 - მთლიანად დაინგრა. მწყობრიდან გამოვიდა ადგილობრივი მაგისტრალები და ელექტროგადამცემი სისტემა. ამ დროისთვის ქარიშხლით დაზარალებულ რაიონებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. დაზარალებულთა და უსახლკაროდ დარჩენილთათვის ქალაქში რამდენიმე თავშესაფარი გაიხსნა.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები