მსოფლიო
სამხრეთ კორეაში MERS-ის ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 87 - ს მიაღწია
სამხრეთ კორეის ჯანდაცვის სამინისტრომ ვირუსით დაავადების 23 ახალი შემთხვევა დააფიქსირა. ამრიგად, ინფიცირებულთა რიცხვმა ქვეყანაში უკვე 87 -ს მიაღწია და ეს ამ დაავადების ყველაზე მასშტაბური აფეთქებაა ახლო აღმოსავლეთის საზღვრებს გარეთ. ამ დროისათვის 2300-მდე ადამიანზე კარანტინი გამოცხადდა და 1900 სკოლა დაიკეტა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 1,1 ათასი ადამიანი MERS-ის სასიკვდილო ვირუსის მატარებელია, რომელმაც უკვე 436 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. შეგახსენებთ: MERS-CoV - ფილტვის ახალი კორონავირუსია. როგორც წესი, პნევმონიით დაავადებაში ვლინდება. პაციენტებს სუნთქვის გართულება აღენიშნებათ, იშვიათად, დიარეა და პირღებინება. უმეტესობა ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. ათი წლის განმავლობაში, ამ ტიპის ვირუსები განიხილებოდა როგორც უვნებელი, რომლის დროსაც აღინიშნებოდა მხოლოდ გაციება და დიარეა. ეს გრძელდებოდა 2002 წლამდე, სანამ MERS-ის მონათესავე - CoV-ის ვირუსის ეპიდემიამ არ იფეთქა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.