მსოფლიო
ჩინეთში ნარკობარონი და მისი ბანდის წევრები სიკვდილით დასაჯეს
ჩინეთში 13 ჩინელი მეზღვაურის მკვლელობისთვის ბირმელი ნარკობარონი ნაუ კამა და სამი მისი თანამონაწილე სიკვდილით დასაჯეს. ჩინეთის სახელმწიფო მედიასაშუალებებმა არ აჩვენეს, თუ როგორ შეჰყავთ მსჯავრდებულთა სხეულებში სასიკვდილო ინექცია, თუმცა ინტერნეტ- მომხმარებლებმა აღნიშნეს, რომ ეს ისტორია ცინიკურად გაშუქდა. მეზღვაურთა მკვლელობასთან დაკავშრებული ინცინდენტი 2011 წლის ოქტომბერში მდინარე მეკონგზე "ოქროს სამკუთხედში“ მოხდა. აღნიშნული რეგიონი ნარკოტიკების წარმოების ერთ-ერთ მსოფლიო ცენტრად ითვლება. ამ დანაშულის ჩადენაში ეჭვმიტანილი ნაუ კამას ბანდის ექვსი წევრი იუნანის პროვინციაში დააპატიმრეს. ორ მათგანს უფრო მსუბუქი განაჩენი გამოუტანეს - სიკვდილით დასჯა სასჯელის აღსრულების გადავადებით და რვა წლით თავისუფლების აღკვეთა. ჩინეთის პრაქტიკაში სასჯელის აღსრულების გადავადებით სიკვდილით დასჯა სასჯელის სამუდამო პატიმრობით შეცვლას ითვალისწინებს, თუ აღნიშნულ პერიოდში მსჯავრდებული სხვა სამართალდარღვევებს არ ჩაიდენს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.