ჩარლსტონში მომხდარ მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დილან სთორმ რუფი დაკავებულია. ის ჩრდილოეთ კაროლინის შტატიდან სამხრეთ კაროლინაში გადაიყვანეს, სადაც მას გაასამართლებენ, - წერს „რია ნოვოსტი“.
რუფს 9 ადამიანის მკვლელობაში ედება ბრალი. ოთხშაბათს სამხრეთ კაროლინის ქალაქ ჩარლსტონში, კოლჰუნ–სთრითზე მდებარე აფრიკულ მეთოდისტურ საეპისკოპოსო ეკლესიაში მან ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა ატეხა. ადგილზე დაიღუპა 8 ადამიანი, ერთი კი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
რუფი ხუთშაბათს, 18 ივნისს, დანაშაულის ადგილიდან 300 კმ-ში დააკავეს.
აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ რუფმა დანაშაული რასობრივი დაპირისპირების საფუძველზე ჩაიდინა.
მასალის გამოყენების პირობები