თურქეთის პოლიციამ სტამბოლის ცენტრში ყოველწლიური გეი-აღლუმის მონაწილეები დაარბია. ხელისუფლებამ წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, წერს Reuters.
პოლიციამ ტაქსიმის მოედანზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მიტინგის დაწყებისთანავე მოუწოდა, თუმცა აქციის აკრძალვის მიზეზები არ დაუსახელებია.
სპეცრაზმმა ძალა მას შემდეგ გამოიყენა, რაც ტაქსიმის მოედანთან დიდი რაოდენობის ხალხი შეიკრიბა.
მანამდე გავრცელდა ინფრომაცია იმის შესახებ, რომ პოლიციელებმა საპირველმაისო დემონსტრაციების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
მასალის გამოყენების პირობები