საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, ალექსის ციპრასი თანამდებობიდან გადადგა. როგორც უცხოური მედია წერს, ციპრასმა მინისტრებთან და მმართველ პარტია "სირიზას" წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გადადგომის შესახებ განაცხადა და ასევე, ხაზი გაუსვა ვადამდელი არჩევნების ჩატარების აუცლებლობას. როგორც ციპრასმა განაცხადა, პოლიტიკური მანდატი, რომელიც 25 იანვრის არჩევნებზე იქნა მიღებული, ამოიწურა და ახლა ბერძნებს ხელახლა მოუწევთ არჩევანის გაკეთება. "მე ბერძენი ხალხის სამსჯავროზე გამომაქვს ყველაფერი, რაც გავაკეთე", - განაცხადა ციპრასმა და აღნიშნა, რომ მხედველობაში აქვს ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმება ათენისთვის დახმარების პროგრამის შესახებ. ვადამდელი არჩევნები სავარუდოდ, 20 სექტემბერს გაიმართება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები