მსოფლიო
უნგრეთმა მიგრანტებისგან თავის დასაცავად სამხედრო სწავლებები დაიწყო
უნგრეთმა მიგრანტებისგან თავის დასაცავად სამხედრო სწავლებები დაიწყო სამხრეთის საზღვრების მიგრანტთა მოსალოდნელი შეტევისგან დასაცავად, უნგრეთის არმიამ სამხედრო სწავლებები დაიწყო. ბუდაპეშტი გეგმავს საზღვარზე, სადაც სერბეთიდან ყოველ დღე ათასობით მიგრანტი ჩადის, პოლიციას სამხედრო ძალებიც მიაშველოს. საზღვრის გასწვრივ უკვე დაიწყეს მეტალის ბადის ღობეების აღმართვა. დეპუტატები, როგორც ვარაუდობენ, თვის ბოლოს სასაზღვრო კონტროლის გაძლიერებას დაუჭერენ მხარს. ქვეყნის ხელისუფლება კვირის ბოლოს კიდევ 40 ათასი მიგრანტის შემოსვლას ელოდება. "ეს ჩვენი სამუშაოა – ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ უნგრეთი დაცულია", - თქვა გენერალმა ტიბორ ბენკომ. მესამე დღეა ასობით ლტოლვილი პოლიციის კორდონს არღვევს და ფეხით მიემართება ქვეყნის სიღრმეში.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები