შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, 6-7 ოქტომბერს, ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიების მორიგი - 33-ე რაუნდი გაიმართება.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი დისკუსიებზე ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრას უხელმძღვანელებს. ციხელაშვილის განცხადებით, ჯგუფის ფარგლებში ცენტრალურ საკითხად კვლავ განხილული იქნება დევნილთა დაბრუნების, ასევე გამყოფ ხაზებზე გადაადგილების თავისუფლების საკითხები.
მასალის გამოყენების პირობები