რუსული სამგზავრო თვითმფრინავი,რომელიც შარმ-ელ-შეიხიდან სანკტ-პეტერბურგისკენ მიემართებოდა, სანაის ნახევარკუნძულის სამხრეთით ჩამოვარდა.
ლაინერი აფრენიდან 23 წუთში რადარებიდან გაქრა. ეგვიპტის ხელისუფლების ცნობით, თვითმფრინავის ნამსხვრევები ქალაქ ელ-არიშის მახლობლად ძნელად მისაღწევ მთიან რეგიონში აღმოაჩინეს.
აერობუს A-321-ში, რომელიც კომპანია „კოგალიმავიას“ ეკუთვნის, 217 მგზავრი იმყოფებოდა, მათგან 17 ბავშვი იყო, 7 კი - ეკიპაჟის წევრი.
ამ დროისთვის კატასტროფის გამომწვევი მიზეზები უცნობია. ეგვიპტეში არ გამორიცხავენ, რომ ავიალაინერი სანაის ნახევარკუნძულზე მოქმედმა ექსტრემისტებმა ჩამოაგდეს.
მასალის გამოყენების პირობები