თურქული ოპოზიციური ჟურნალის „ნოქტა“ ყდა „ორშაბათი 2 ნოემბერი – თურქეთში სამოქალაქო ომის დასაწყისი ”, რომელიც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა, ჟურნალის მთავარი რედაქტორისა და მისი მდივნის დაპტირმების მიზეზად იქცა. მათ „ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებული ამბოხების“ წაქეზებაში დასდეს ბრალი.
ამასთან, უცხოური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის 18 პროვინციაში 44 ადამიანი დააპატიმრეს, რომლებიც “საიდუმლო სამხედრო დოკუმენტების” შენახვაში არიან ბრალდებული. ყველა მათგანი აშშ-ში მცხოვრები ისლამისტი ოპოზიციონერის ფეთხულახ გიულენის მომხრეა. ამ უკანასნკნელს რეჯეპ ტაიპ ერდოღანის წინააღმდეგ მიმართული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ედება ბრალი.
ევროპელი დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ოპოზიციის მიმართ რეპრესიები თურქეთის არჩევნებში „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ გამარჯვებიდან მეორე დღესვე დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები