სლოვენიის ხელისუფლება ხორვატიასთან საზღვარზე ღობის აშენებას გეგმავს.
სლოვენიის პრემიერ-მინისტრ მიროსლავ ცერარის განცხადებით, ქვეყნის საზღვრები მიგრანტებისთვის კვლავ ღიაა, თუმცა ღობე ხელისუფლებას მიგრანტთა ნაკადის ეფექტურად გაკონტროლებაში დაეხმარება.
რამდენიმე კვირის განმავლობაში სლოვენიაში 180 000-მდე მიგრანტი ჩავიდა.
სლოვენიის საზღვარს ადგილობრივ სამართალდამცველებთან ერთად ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩასული 175 პოლიციელი დაიცავს.
მასალის გამოყენების პირობები