პარიზში მომხდარი შეარაღებული თავდასხმებისა და აფეთქებების სერიის შედეგად, ყველაზე ცოტა, 120 ადამიანია დაღუპული. საფრანგეთმა ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და საზღვრები ჩაკეტა.
გავრცელებული ინფორმაციით, 100 ადამიანი დედაქალაქის ცენტრში „ბატაკლანის“ საკონცერტო დარბაზში მოკლეს, სადაც რამდენიმე თავდამსხმელი შეიჭრა. იქ აშშ-ის როკჯგუფის, Eagles of Death Metal-ის კონცერტი მიმდინარეობდა. თავდამსხმელებმა ცეცხლი გაუხსნეს ადგილზე მისულ პოლიციას და მძევლად აიყვანეს ასამდე პირი. პოლიციამ მათი ლიკვიდირება მოახდინა.
დაღუპულთა ნაწილი შეეწირა აფეთქებებს, რომლებიც, სხვადასხვა წყაროების ცნობით, ტერორისტმა კამიკაძემ „სტად დე ფრანსის“ სტადიონზე და პარიზის ცენტრში მდებარე რესტორან „კარილიონში“ მოაწყო.
გავრცელებული ინფორმაციით მოკლულია 5 თავდამსხმელი.
„ბატაკლანის“ საკონცერტო დარბაზთან მისულმა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდამ განაცხადა, რომ მთავრობა დაუნდობლად შეებრძოლება თავდამსხმელებს და თანამემამულეებს ერთიანობისკემ მოუწოდა.
ტერაქტების სერია პარიზის ცენტრში პარასკევს საღამოს, ადგილობრივი დროით 10 საათის შემდეგ დაიწყო
LIVE
სოციალურ ქსელში Facebook პარიზის ტერაქტთან დაკავშირებით ექსპლუატაციაში ღილაკი "მე უსაფრთხოდ ვარ" გაუშვა.
საქართველოს საელჩო საფრანგეთში პარიზში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისა და ტურისტების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს: "13 ნოემბერს პარიზში განხორციელებული ტერორისტული აქტების გამო, საფრანგეთში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, ამუშავებულია ყველაზე მაღალი უსაფრთხოების გეგმა; რაც ნიშნავს, რომ აკრძალულია გარეთ გასვლა და გაძლიერებულია დაცვა.შესაბამისად, მოგიწოდებთ დარჩეთ სახლებში, სასტუმროებში.
გთხოვთ, ნუ აჰყვებით პანიკას.ამუშავებულია საელჩოს ცხელი ხაზი: + 33(0) 783318689", - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები