ადგილობრივი მედიის ცნობით, სამართალდამცავებმა მალიში სასტუმროს შტურმი დაიწყეს. გათავისუფლებულია 80 ადამიანი.
არსებული ცნობით,ტერორისტებმა 3 ადამიანი მოკლეს, ერთი ფრანგი და ორი ადგილობრივი დაცვის მუშაკი. მძევლებს შორის რჩებიან თურქეთის, საფრანგეთის და ჩინეთის მოქალაქეები. მათ შორის,"Turkish Airlines"-ის თანამშრომლები.
მალის დედაქალაქ ბამაკოში სასტუმრო “რედისონში” უცნობმა პირებმა 170 მძევალი აიყვანეს. უშიშროების სამსახურის ცნობით, ტერორისტები სასტუმროსთან მანქანით მივიდნენ, რომელსაც დიპლომატიური ნომრები ჰქონდა.
მასალის გამოყენების პირობები