ბრიუსელში და მის გარეუბნებში ჩატარებული სპეცოპერაციის შედგად 16 ადამიანი დააკავეს, ამის შესახებ ბელგიის პროკურორმა ერიკ ვან დერ სიპტმა განაცხადა.
პარიზის 13 ნოემბრის ტერაქტების ორგანიზებაში მთავარი ეჭვმიტანილი სალახ აბდესლამი მათ შორის არ აღმოჩნდა. მისი ძებნა გრძელდება.
ბრიუსელსა და შარლერუაში 19 ბინა გაიჩხრიკა, თუმცა იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები ვერ აღმოაჩინეს.
დაკავებულთაგან ერთ - ერთმა, პოლიციისგან გაქცევის მცდელობისას, ტრავმა მიიღო.
ბელგიის პრემიერ - მინისტრმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ბრიუსელში მომდევნო დღე- ღამის განმავლობაში ტერორისტული საშიშროების ყველაზე მაღალი - მეოთხე დონე შენარჩუნდება.
მისი თქმით, არსებობს სერიოზული საფრთხე იმისა, რომ პარიზის ტერაქტის მსგავსი ტერაქტები ბელგიის დედაქალაქშიც გაგრძელდეს.
მასალის გამოყენების პირობები