პარიზის მონრუჟის გარეუბანში, საეჭვო საგანი მენაგვემ ნაგვის ურნაში აღმოაჩინა.
უცხოური პრესის ინფორმაციით, ე.წ შაჰიდის ქამარი სწორედ იმ ადგილას იპოვეს, სადაც 13 ნოემბერს სამართალდამცველებმა ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი სალაჰ ამდესლამის მობილური ტელეფონის სიგნალი დააფიქსირეს. ნაპოვნი ქამარი იმ ასაფეთქებელი მოწყობილობით იყო აღჭურვილი, რომელიც ტერორისტებმა 13 ნოემბრის ტერაქტების დროს გამოიყენეს.
ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ე.წ.შაჰიდის ქამარი სავარაუდოდ, სალაჰ აბდესლამს ეკუთვნის, რომელიც თავის აფეთქებას 13 ნოემბერს აპირებდა. თუმცა, გაურკვეველი მიზეზების გამო მან ამ გეგმაზე უარი თქვა.
მასალის გამოყენების პირობები