მსოფლიო
თურქეთი რუსეთთან ურთიერთობის დათბობას ცდილობს
თურქეთის პრეზიდენტის რეჯებ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, თურქეთს რუსეთთან საბოლოოდ არ გაუწყვეტია ურთიერთობა და საგარეო უწყებების დონეზე ახალი შეხვედრის გამართვის შესაძლებლობებს ეძებს.

ბი ბი სი-ს ინფორმაციით, მიუხედავად შერიგების რიტორიკისა, თურქეთი არ აპირებს რუსეთთან სირიის საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლობას, სანამ ხელისუფლების სათავეში "ტირანი" ბაშარ ასადი დგას.

ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთს არ სურს რუსეთთან ურთიერთობა "ნეგატიური მიმართულებით განვითარდეს". "ჩვენ გვინდა თავი ავარიდოთ ამას და ურთიერთობები დიპლომატიის ფარგლებში ავაგოთ".

მან აღნიშნა, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუდ ჩავუშოღლუს რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვათან ბოლოდროინდელმა შეხვედრამ პოზიტიურად ჩაიარა.

რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქულმა ავიაგამანადგურებელმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი თურქეთ-სირიის საზღვარზე ჩამოგდო.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.