მსოფლიო
აშშ-ს სამხედრო ძალები სამხრეთ კორეაში საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი
სამხრეთ კორეაში განთავსებული აშშ - ის შეიარაღებული ძალები ჩრდილოეთ კორეის მხრიდან პროვოკაციის შემთხვევაში სამხედრო მზადყოფნაშია მოყვანილი.

"ბი ბი სი"-ს ინფორმაციით, შესაბამისი ბრძანება კორეის გენერალური შტაბის გენერალმა ლი სუგ ჯინმა და აშშ-ის სამხედრო ძალების სარდალმა სამხრეთ კორეაში კერტის სკაპაროტიმ გასცეს.

ორშაბათს გენერლებმა კორეული საჰაერო სამხედრო ძალების შტაბების ერთობლივი ინსპექცია მოახდინეს.

მანამდე, სამხრეთ კორეის საჰაერო სივრცეში კვლავ გამოჩნდნენ ამერიკული მძიმე მოიერიშეები. ბოლოს ისინი აქ 2013 წელს ნახეს.

ჩრდილოეთ კორეა მეზობელი ქვეყნის საჰაერო სივრცეში ამერიკული მოიერიშეების გამოჩენას პრესაში გამოეხმაურა. ჩრდილოეთ-კორეულ გაზეთებში გამოქვეყნდა სტატია სათაურით: "ატომზე - ატომით, ეს არის ჩვენი პასუხი".

ესკალაციის ბოლო ტალღა კორეის ნახევარკუნძულზე გასულ ოთხშაბათს, მას შემდეგ აგორდა, რაც ჩრიდლოეთ კორეამ თერმობირთვული ბომბის წარმატებულად გამოცდის შესახებ განცხადა. ქვეყანათა უმრავლესობამ ეს ფაქტი დაგმო.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.