თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ "სახალხო თავდაცვის
რაზმის" და "ქურდისტანის სახალხო პარტიის"
წევრი სირიელი ქურთები ანკარაში მომხდარი ტერაქტის ორგანიზებაში
დაადანაშაულა. ტერაქტს 28 ადამიანი ემსხვერპლა.
გარდა ამისა, თურქეთის პრემიერ - მინისტრმა ტერაქტზე პასუხისმგებლობა
სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის რეჟიმს დააკისრა, რომელიც მხარს
უჭერს სირიელ ქურთებს.
დავუთოღლუს სიტყვებით, ანკარაში აფეთქებასთან დაკავშირებით,
დაკავებულია 9 ადამიანი. მოგვიანებით, ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯებ ტაეპ
ერდოღანმა, 14 ადამიანის დაკავების შესახებ გააკეთა განცხადება.
სირიელი ქურთები ტერაქტთან კავშირს უარყოფენ.
მასალის გამოყენების პირობები