მსოფლიო
შვეიცარიაში მიგრანტების ქვეყნიდან გაძევების იდეას მხარი არ დაუჭირეს
შვეიცარიაში ამომრჩევლებმა უცხოელების ქვეყნიდან დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირეს. მემარჯვენე ფრთის ამ ინიციატივის წინააღმდეგ რეფერენდუმში მონაწილეთა 58.9 პროცენტი გამოვიდა. რეფერენდუმზე აქტივობამ 62 პროცენტი შეადგინა. ამავე ინფრომაციით, ეს ყველაზე მასშტაბური რეფერენდუმი იყო შვეიცარიაში 1992 წლის შემდეგ.

რეფერენდუმი მკვლელობის, გაუპატიურების, ქურდობის, ძარცვისა და კიდევ რამდენიმე მუხლით ბრალდებული უცხოელების ავტომატურად დეპორტირებას ეხებოდა. ამ ინიციატივით "შვეიცარიის სახალხო პარტია" გამოვიდა, რომელიც ქვეყნის პარლამენტის ქვედა პალატაში ადგილების მესამედს იკავებს. აღნიშნულმა პარტიამ 100 000 ხელმოწერა მოაგროვა იმისათვის, რომ ამ საკითხზე ქვეყანაში რეფერენდუმი ჩატარებულიყო.

ბი ბი სი - ს ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ ინიციატივას მხარს დაუჭერენ, ეს იქნება ყველაზე მკაცრი კანონები, რომელბიც ევროპულ ქვეყნებში უცხოელების მიმართ ამოქმედდება.

შვეიცარიაში რეფერენდუმზე ხმის მიცემის უფლებით 5 მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს. ორ მილიონზე მეტ უცხოელს, რომელიც შვეიცარიაში ცხოვრობს, რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება არა აქვს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.